ნაძალადევის რაიონში, “ნაცმოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს მერაბ სამადაშვილს მშობლიურ უბანში, ლოტკინზე, კერძოდ N3-ე უბანზე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, თეა წულუკიანმა 200 ხმით მოუგო. ამის შესახებ from.ge-ს N3 უბანთან შეკრებილმა თეა წულუკიანის მხარდამჭრებმა ტელეფონით აცნობეს.