კოალიცია „ქართული ოცნების“ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გუბაზ სანიკიძე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და ქუთაისელებს უბნების დაცვისკენ მოუწოდებს.
„მთელ ქუთაისს მინდა მადლობა გადავუხადო მხარდამჭერისთვის და ვთხოვ ყველას, გამოვიდნენ და დადგნენ საარჩევნო უბნებთან საკუთარი ხმის დასაცავად, რადგან „ნაციონალური მოძრაობა“ მარცხის გამო მზად არის გაიტაცოს საარჩევნო ყუთები და ისინი სხვა ყუთებით ჩაანაცვლოს“,-აცხადებს სანიკიძე და აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს ტელეფონით ემუქრებიან, კოალიცის ერთ-ერთ წევრს გელ გოშაძეს უცნობმა დაურეკა და ოჯახის ამოწყვეტით დაემუქრა.