არასამთავრობო ორგანიზაციამ „სამართლიანმა არჩევნებმა“ საარჩევნო პროცესი შეაჯამა. აღნიშნულთან დაკავშირებით, „სამართლიანი არჩევნების“ თავმჯდომარე ნინო ლომჯარიამ მედიაცენტრში პრესკონფერენცია გამართა.
„პარალელური ხმების დათვლის მონაცემების ანალიზის საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ კენჭისყრის დღემ ჩაიარა უმეტესწილად მშვიდ გარემოში, ცალკეული ექსცესების ფონზე. უბნების უმრავლესობაზე კენჭისყრა კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით მიმდინარეობდა. დღევანდელი დღის მნიშვნელოვან ხარვეზად შეიძლება ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ უბნების 6%-ზე მარკირების პროცედურები არასათანადოდ განხორციელდა“, - განაცხადა ლომჯარიამ.
მისივე თქმით, ამ დროისთვის „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ, საუბნო-საარჩევნო კომისიებში შეტანილია 50 საჩივარი, ხოლო საოლქო-საარჩევნო კომისიებში - 33 საჩივარი.