არჩილ კბილაშვილი: დღევანდელი არჩევნები რაიმე ნიშანდობლივი დარღვევით არ გამოირჩეოდა

არჩილ კბილაშვილი: დღევანდელი არჩევნები რაიმე ნიშანდობლივი დარღვევით არ გამოირჩეოდა

კოალიცია „ქართული ოცნების“ ბაღდათის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის,  არჩილ კბილაშვილის განცხადებით, საბოლოო შედეგები სულ ერთ საათში გახდება ცნობილი.

„ამჟამად მიმდინარეობს ბაღდათის 28 უბანში ხმების დათვლა, შედეგები ერთ საათში გვეცოდინება. ცენტრალური ოფისის წინ მხარდამჭერთა გარკვეული რაოდენობაა შეკრებილი და ჩვენ ყველა შედეგებს ველოდებით“,-აცხადებს კბილაშვილი.

რაც შეეხება რაიონებში ხმების მოსალოდნელ  გაყალბებას რეგიონებში, ბაღდათის მაჟორიტარობის კანდიდატის  განცხადებით, ეს არა იმდენად დღევანდელ დღეს, არამედ გუშინ და გუშინწინდელ დღეებს უფრო ეხებოდა.

„ეს „ნაციონალების“  მხრიდან ამომრჩეველთა მიმართ ფულისა და ქონებრივი სიკეთის დარიგებაში გამოიხატებოდა. დღევანდელი არჩევნები რაიმე ნიშანდობლივი დარღვევით არ გამოირჩეოდა, ახლა თუ დათვლის რეჟიმში ხდება რაიმე გაყალბება, დათვლის შემდეგ მექნება მონაცემები“,აცხადებს კბილაშვილი.