"ნაციონალური მოძრაობის“ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გიორგი კარბელაშვილი არჩევნებში საკუთრ დამარცხებას აღიარებს და აცხადებს, რომ ის კიდევ უფრო მეტი ჟინით იბრძოლებს თავისუფალი საქართველოსთვის.
ეს განცხადება გიორგი კარბელაშვილმა საოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე გაავრცელა.
„ჩემო მეგობრებო, მინდა მოგმართოთ, როგორც ახლობელ ადამიანებს და თანამებრძოლებს. ბევრმა თქვენგანმა კარგად იცის, რომ ჩემი ცხოვრების მანძილზე არასოდეს გადამიხვევია იმ გზისთვის, რაც კარბელაშვილების გვარმა, ჩემმა დიდმა პაპებმა აირჩიეს. ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვიქნები მაჟორიტარი დეპუტატი, მინისტრის მოადგილე თუ კომ
უნიკაციის მექანიკოსი.
ჩემთვის ყველაზე ფასეული თქვენთან ერთად თანაცხოვრება, თქვენი სიყვარული და სიხარულია. ჩემი მიზანია, თქვენთან ერთად ვიბრძოლო ჩვენი უკეთესი მომავლისთვის. ამიტომ დღეს მინდა ვთქვა - მე ვაღიარებ დამარცხებას, მაგრამ ეს კიდევ უფრო დიდ სტიმულს მაძლევს იმისთვის, რომ მეტი მონდომებით და ჟინით ვიბრძოლო ერთიანი, ძლიერი და თავისუფალი საქართველოსთვის. ისეთი ქვეყნისთვის, რომელშიც თითოეულ ჩვენგანს შვილების მომავალი წარმოუდგენია. დიდი მადლობა ყველას, ვინც ამ მძიმე დღეებში ჩემს გვერდით იდგა და მინდა მათ ვუთხრა - ბრძოლა თავისუფალი საქართველოსთვის ახლა იწყება“,-აცხადებს კარბელაშვილი.