„მრავალეროვანი საქართველოს“ საარჩევნო უბნებზე გამოვლენილი დარღვევებს აქვეყნებს.
”მრავალეროვანი საქრთველოს” სადამკვირვებლო პროგრამა ითვალისწინებს საქართველოს 5 რეგიონში - სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლში, კახეთში, შიდა ქართლსა და მცხეთა-მთიანეთში არჩევნებზე დაკვირვებას.
პროგრამა მოიცავს 90%მდე იმ ადგილებისა, სადაც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები მოსახლეობის 30% მეტს წამროადგენენ. სადამკვირვებლო მისია შედგება 352 სტატიკური დამკვირვებლის, 60 მობილური ჯგუფისა და 21 საოლქო და ცენტრალური საარჩევნო კომისიების დამკვირვებლებისგან.
დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც საარჩევნო უბანზე არ იყო ყველა საჭირო მასალა. კერძოდ გარდაბნის 21 საარჩევნო ოლქის, 40-ე უბანზე, არ აღნოჩნდა შესაბამისი ნიმუშის მქონე კომისიის ბეჭედი, კერძოდ ბეჭედს არ ქონდა ნომერი. დამკვირვებელთა მოთხოვნით უბნის თამვჯდომარემ შეაჩერა უბნის გახსნის პროცედურები. უბანზე ელოდებიან კომისიის ვალიდური ბეჭდის მოტანას რათა დაიწყოს საარჩევნო კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების წარმოება.
ბოლნისის 23-ე ოლქის 49-ე საარჩევნო უბანზე 8:30 წუთისათვის კომისია არ იყო მზად ამომორჩეველთა მისაღებად; დაირღვა წილისყრის პროცედურები; პირველი ნაკვეთური არ გაუკეთდა კომისიის ბეჭედს და შესაბამისად დოკუმენტების დამოწმება აღნიშნულის გარეშე ხდებოდა; ბეჭედს ნაკვეთური გაუკეთდა დამკვირვებლის გაპროტესების შემდეგ; ადგილი ჰქონდა კენჭისყრის ფარულობის დარღვევას - სისტემატური ხასიათი ჰქონდა საარჩევნო კაბინაში ერთზე მეტი პირების ერთდროულად შესვლას; არ დაილუქა გადასატანი საარჩევნო ყუთი - მრავალეროვანი საქართველოს დამკვირვებლის გასაჩივრების საფუძველზე გადასატანი ყუთით კენჭისყრის პროცესის ჩაიშალა.
გარდაბნის 21 საარჩევნო ოლქის 53-ე უბანზე არ უშვებდნენ ორგანიზაციის დამკვირვებლებს: ხარნგრძლივი დავის შედეგად დამკვირვებელი უბანზე დაუშვეს;
საგარეჯოს საარჩევნო ოლქის 46-ე უბანზე კომისიის წევრთა შორის ფუნქციები განაწილდა წილის ყრის გარეშე;
დმანისის 24-ე ოლქის 21-ე უბანზე არ შეივსო საკონტროლო ფურცელი და მის გარეშე მისცა ამომრჩეველმა ხმა; ორგანიზაციის დამკვირვებლის პროტესტის საფუძველზე კომისიის მიერ გადმობრუნდა ძირითადი ყუთი, გადმოვარდა პირველი ბიულეტენი; დროებით შეწყდა ხმის მიცემის პრცედურა რათა კანონმდებლობის შესაბამისად მომხდარიყო საკონტროლო ფურცლის ურნაში მოთავსება - მასში ასახულიყო პირველი ამომრჩევლის მონაცემები;
საგარეჯოს საარჩევნო ოლქის 45-ე უბანზე არ ხდებოდა მარკირება;
ახალქალაქის 40-ე საარჩევნო ოლქის 37-ე საარჩევნო უბანზე კენჭისყრის ოთახში იმყოფებოდა დაცვის პოლიცია;
ახმეტის 18-ე საარჩევნო ოლქის 5-ე უბანზე ადგილი ჰქონდა სოფლის რწმუნებულის მხრიდან ამომრჩევლებზე ზეწოლას; ”მრავალეროვანი საქართველოს” დამკვირვებლების მიერ უბანზე მოხდა გარკვეული დამკვირვებლების გამოვლენა, რომელთაც არ შეეძლოთ მოეხდინათ წარმგზავნელი ორგანიზაციის იდენტიფიკაცია;
ბოლნისის საარჩევნო ოლქის 45 უბანზე რამოდენიმეჯერ ჰქონდა ადგილი ერთი და იგივე პირის მიერ განმეორებით ხმის მიცემის მცდელობას; კომისიის წევრები გამოირჩეოდნენ დაბალი პროფესიული მომზადების დონით;
მარნეულის საარჩევნო ოლქის 85-ე უბანზე არ იქნა მიტანილი საჭირო რაოდენობის ბიულეტენები: სიით ამომრჩეველთა ოდენობა უბანზე შეადგენდა 1114 პირს, ხოლო უბანზე მიტანილი ბიულეტენების რაოდენობა შეადგენდა 765 ცალს;
მარნეულის საარჩევნო ოლქის მე-5 უბანზე ადგილი ჰქონდა უბანზე მიტანილი საარჩევნო ბიულეტენების დანაკლისს, რომელიც შეადგენდა 226 ცალს; მიუხედავად ორგანზიაციის დამკვირვებლის პროტესტისა არანაირი ზომები არ არის მიღებული დანაკლისის შესავსებად;
ახალქალაქის საარჩევნო ოლქის 67-ე საარჩევნო უბანზე ადგილი აქვს საარჩევნო ბიულეტენების დანაკლისს, უბანზე სიით ამომრჩეველთა საერთო ოდენობა შეადგენს 1126 ამომრჩეველს, ხოლო უბანზე მიტანილია 900 ბიულეტენი;
ახმეტის 18 საარჩევნო ოლქის დუისის 5-ე საარჩევნო უბანზე ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” წარმოდგენილია 3 წარმომადგენლით (ნაცვლად კანონით განსაზღვრული 2 პირისა); მიუხედავად ორგანიზაციის დამკივირვებლისა და სხვა დამკვირვებლების პროტესტისა კომისია არ უზრუნველყოფს ზედმეტი წარმომადგენლის უბნიდან გაძევებას; ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სამივე (ნაცვლად ერთისა) წარმომადგენელი დგანან საარჩევნო ყუთთან და აკონტროლებენ ამომრჩევლების მიერ ხმის მიცემის პროცესს. უბანზე შეინიშნება დაძაბული ატმოსფერო; ადგილი აქვს არეულობას და უბანზე ზედმეტი ოდენობის ამომრჩეველთა დაშვებას;
დმანისის 24 საარჩევნო ოლქის 43-ე უბანზე ადგილი აქვს კენჭისყრის ფარულობის სერიოზულ დარღვევებს: ხმის მიცემის კაბინაში ამომრჩეველს თან შეჰყვება პირი რომელიც მას ეხმარება, თითქოსდა იმის გამო, რომ მას დამოუკიდებლად არ შეუძლია ხმის მიცემა. ასეთი შემთხვებების რაოდენობა სისტემატიურ ხასიათს ატარებს; ორგანიზაციის დამკვირვებლის მიერ დაიწერა საჩივარი აღნიშნულ ფაქტან დაკავშირებით; კომისიის მდივანი თავს იკავებდა საჩივრის რეგისტრაციაში გატარებისა და ცნობის გაცემისაგან; დამკვირვებლის დაჟინებული მოთხოვნის საფუძველზე საჩივარი დარეგისტრირდა და გაიცა ცნობა;
ბოლნისის საარჩევნ ოლქის 46 უბანზე ადგილი აქვს კენჭისყრის ფარულობის სერიოზულ დარღვევებს: ხმის მიცემის კაბინაში ამომრჩეველს თან შეჰყვება პირი რომელიც მას ეხმარება, თითქოსდა იმის გამო, რომ მას დამოუკიდებლად არ შეუძლია ხმის მიცემა. ასეთი შემთხვებების რაოდენობა სისტემატიურ ხასიათს ატარებს;
ბოლნისის 36-ე საარჩევნო უბანზე ადგილი ქონდა მარკირების დატანის პროცედურების ხშირ დარღვევას, რაც ინტენსიურ ხასიათს იძენდა. ორგანიზაციის დამკვირვებელმა გააპროტესტა აღნიშნული ფაქტი. მიმდინარეობას ფაქტზე რეაგირება.
ნინოწმინდის 18-ე უბანზე ადგილი ჰქონდა უბანზე მიტანილი საარჩევნო ბიულეტენების დანაკლისს. უბანზე ამომრჩეველთა ოდენობა შეადგენდა 1170 ამომრჩეველს, მაშინ როდესაც უბანზე მიტანილ იქნა 950 ბიულეტენი;
დმანისის 24-ე უბანზე ადგილი ჰქონდა უბანზე მიტანილი საარჩევნო ბიულეტენების დანაკლისს. უბანზე ამომრჩეველთა ოდენობა შეადგენდა 639 ამომრჩეველს, მაშინ როდესაც უბანზე მიტანილ იქნა 500 ბიულეტენი;
ბოლნისის 55-ე უბანზე ადგილი აქვს საარჩევნო კაბინაში ერთზე მეტი ამომრჩევლის შესვლას, თითქოსდა ამომრჩეველი მიეკუთვნება შეძღუდული შესაძლებლობის მქონე პირს (მაგრამ ვიზუალურად არ დგინდება მისი აღნისნული ფიზიკური სტატუსი); აღნიშნული ფაქტი ატარებს სისტემატიურ ხასიათს. ფაქტები გაპროტესტდა ორგანიზაციის დამკვირვებლის მიერ, მაგრამ საჩივარი არ დარეგისტრირდა საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ გაურკვეველი მიზეზების მოშველიებით (და არა ხარვეზის დადგენის გამო);
საგარეჯოს საარჩევნო ოლქის 44-ე საარჩევნო უბანზე ადგილი ჰქონდა უბანზე მიტანილი საარჩევნო ბიულეტენების დანაკლისს. უბანზე ამომრჩეველთა ოდენობა შეადგენდა 1615 ამომრჩეველს, მაშინ როდესაც უბანზე მიტანილ იქნა 1450 ბიულეტენი და 1461 სპეციალური კონვერტი;
მარნეულის საარჩევნო ოლქის 68-ე უბანზე არ წარმოებს ამომრჩეველთა მარკირება;
ბოლნისის საარჩევნო ოლქის 55-ე უბანზე გამოიყენება დეფექტური მარკირების სითხე: ორგანიზაციის დამკვირვებელმა მოითხოვა სითხის დასხურება კენჭისყრის პროცესის დაწყებამდე და შემდგომ ორი საათის შემდეგ შეამოწმა სითხის კანზე დაყოვნების ხარისხი; აღმოჩნდა, რომ მარკირების აპარატმა თითზე სითხის არსებობა ვერ დააფიქსირა. ადგილი ჰქონდა უბანზე დარეგისტრირებული ერთერთი დამკვირვებლის მხრიდან ფარულობის პროცესის დარღვევას - იგი შეყვა ამომრჩეველს ხმის მიცემის კაბინაში. უბანზე დარეგისტრირებულ დამკვირვებელთა დაჟინებული პროტესტის შედეგად დამრღვევი დამკვირვებელი უბნიდან იქნა გაძევებული. გარდა აღნიშნულისა, ხშირია უბანზე იმ ამომრჩეველთა რიცხვი, რომლებიც იმიზეზებენ ფიზიკურ ნაკლს და მოითხოვენ კენჭისყრის კაბინაში დამხმარე პირთა დახმარებით შესვლასა და ხმის მიცემას;
დმანისის საარჩევნო ოლქის 43-ე საარჩევნო უბანზე კვალავაც გრძელდება ერთზე მეტი პირის შესვლის პრაქტიკა კენჭისყრის კაბინაში. ორგანიზაციის დამკვირვებელმა ხელმეორედ შეიტანა საჩირვარი საუბნო საარჩევნო კომისიაში უბნის შედეგების ბათილად ცნობის მოთხოვნით, რომლის საფუძველსაც წარმოადგენს კაბინაში თანმხლები პირის შესვლა და აზერბაიჯანულ ენაზე შესაბამისი რჩევის მიცემა ”ბეშ-ბეშ”, რაც ქართულად 5 ნიშნავს და წარმოადგენს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო ნომერს.
გარდაბნის საარჩევნო ოლქის 40-ე უბანზე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობამ ერთიან სიაში შეადგინა 1755 პირი, რომელიც წარმოადგენს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევას (”საარჩევნო კოდექსის” 23-ე მუხლი - ამომრეველთა ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 1500 პირს);
ბოლნისის საარჩევნო ოლქის 18-ე საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა კენჭისყრის კაბინაში ერთდროულად ორი პირის შესვლის ფაქტი. გარდა აღნიშნულისა უბანზე რეგისტრატორის მაგიდასთან ხშირად იმყოფება ორზე მეტი ამომრჩეველი;
ბოლნისის საარჩევნო ოლქის 55-ე საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა რამოდენიმე ფაქტი, როდესაც ამომრჩეველს ხმის მიცემაში დახმარებას უწევდნენ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები, ასევე დამკვირვებლები. აღნიშნული ფაქტი გაპროტესტდა ორგანიზაციის დამკვირვებლების მიერ.
საგარეჯოს საარჩევნო ოლქის 48 საარჩევნო უბანზე ადგილი აქვს კენჭისყრის კაბინაში ერთზე მეტი ამომრჩევლის შესვლის ფაქტებს. შემყოლი პირი ამომრჩეველს ეუბნება ”ბეშ ბეშ-ს”.
გარდაბნის საარჩევნო ოლქის მე-9 უბანზე დაფიქსირდა ფაქტი, როდესაც გადასატანი საარჩევნო ყუთის ლუქის მთლიანობა დარღვეული იყო, როდესაც ყუთი საარჩევნო უბანზე დაბრუნდა. მიუხედავად აღნიშნულისა, არანაირი რეაგირება არ მომხდარა საარჩევნო კომისიის მხრიდან; გადასატანმა საარჩევნო ყუთმა კვლავ დატოვა უბანი ხმის მიცემის პროცესის გასაგრძელებლად მიუხედვად იმისა, რომ მისი ლუქის მთლიანობა კვლავაც დარღვეული იყო;
თიანეთის 19 საარჩევნო ოლქის 1 და 11 საარჩევნო უბნებში გამოკრული იყო ძველი სიები, რომელშიაც ამომრჩევლები საკუთარ თავს ვერ პოულობდნენ. ორგანიზაციის დამკვირვებელი შუამდგომლობით შევიდა კომისიაში, რათა ძველი სია ახლით შეცვლილიყო. კომისიამ დააკმაყოფილა დამკვირვებლის მოთხოვნა.
დმანისის 24 საარჩევნო ოლქის 24-ე უბანზე ხმა მისცა 3 ამომრჩეველმა, რომლებიც არ იმყოფებოდნენ ამომრჩეველთა ერთიან სიაში. ორგანიზაციის დამკვირვებელმა საჩივარი შეიტანა საუბნო საარჩევნო კომისიაში.
თეთრიწყაროს საარჩევნო ოლქის 28-ე საარჩევნო უბანზე ადგილი ჰქონდა საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და საარჩევნო ბლოკი ”ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნება” შორის დაპირისპირებას. კონფლიქტი მოგვარდა.
ახალქალაქის საარჩევნო ოლქის 40-ე უბანზე დროდადრო შეიმჩნეოდა ხალხმრავლობა; დაფიქსირდა რამოდენიმე შემთხვევა, როდესაც ამომრჩეველს რეგისტრატორმა არ გაუკეთდა მარკირება; ასევე დაფიქსირდა რამოდენიმე შემთხვევა, როდესაც ნაკადის მომწესრიგებელმა ამომრჩეველი მარკირების პროცედურის გავლის გარეშე დაუშვა საარჩევნო უბანზე; უბანზე იარაღით გამოცხადდა მესაზღვრე; დაფიქსირდა რამოდენიმე ფაქტი, როდესაც უბანზე იმყოფებოდა უბანზე ყოფნის უფლების არმქონე პირები.
მარნეულის 22 საარჩევნო ოლქის მე-4 უბანზე ბიულეტენების რაოდენობა რიცხობრივად ჩამორჩებოდა ამომრჩეველთა ერთიან სიაში ამომრჩეველთა რაოდენობას. აღნიშნული გაასაჩივრა ორგანიზაციის დამკვირვებელმა; საჩივარი ჩაიბარა კომისიის მდივანმა, მაგრამ ცნობა არ გასცა საჩივრის რეგისტრაციაში გატარების შესახებ; ორგანიზაციის დამკვირვებელზე აქტიური სადამკვირვებლო საქმიანობის გამო ადგილი ქონდა საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის მხრიდან მუქარას, რომ მას პოლიციის ძალით გააძევებდნენ საარჩევნო უბნიდან.
ბოლნისის საარჩევნო ოლქის 62 საარჩევნო უბანზე დროებით შეჩერდა კენჭისყრა, იმდენად რამდენადაც უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე საარჩევნო აგიტაციის გამო კონფლიქტი წარმოიქმნა საუბნო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებსა და დამკვირვებლებს შორის.
დმანისის საარჩევნო ოლქის 39-ე უბანზე ამომრჩევლის მხრიდან ადგილი ჰქონდა უბნის ტერიტორიაზე ღია აგიტაციას, რის შესაბამისადაც იგი უბანზე მყოფ ამომრჩევლებს მოუწოდებდა ხმა მიეცათ ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობისათვის”.
გამოკვეთილი ტენდენცია:
ამომრჩევლის არჩევანზე გავლენის მოხდენის მცდელობები;
მარკირების პროცედურების დარღვევა;
ხმის მიცემის პროესზე გავლენის მოხდენის მცდელობები, მათ შორის სისტემატიურ ხასიათს იძენს საარჩევნო კაბინაში ერთზე მეტი ამომრჩევლის შესვლა, რასაც უმეტეს შემთხვევაში ხსნიან ამომრჩევლის შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობებით, თუმცა გარეგნულად პირს მსგავსი ხასიათის ფიზიკური ნაკლი არ აღენიშნება.
გარკვეული ხარვეზები რომლებიც გამოვლინდა უბნის გახსნის პროცედურების დადგენილი კანონმდებლობის შესაბამისად ჩასატარებლად
უბანზე ერთიან სიაში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის მეტობა უბანზე მიტანილ ბიულეტენებთან მიმართებაში;
კენჭისყრის პროცედურების ხარვეზებით ჩატარება.