რუსთაველის თეატრის ყოფილი ხელმძღვანელი რობერტ სტურუა დღევანდელ საპარლამენტო არჩევნებს გამოეხმაურა და სოციალურ ქსელში თავის გვერდზე განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ ის იმიტომ არ ებრძოდა ამ ბოროტებას, რომ თეატრიდან გააძევეს, ის ვერ იტანს „ყვარყვარეებს“, „რიჩარდებს“ და ნებისმიერ ბელადებს.
„უეცრად ოფლში გავიწურე - ამ ბოროტებას, ღმერთია მოწმე, იმიტომ კი არ ვებრძოდი, თეატრიდან რომ გამაძევეს, არა, იმიტომ რომ თურმე გულის წასვლამდე ვერ ვიტან "ყვარყვარეებს", "რიჩარდებს" და ნებისმიერ ბელადებს...
მე მაშინაც ვიბრძოდი რუსთაველის თეატრში ჩვენი სპექტაკლებით, როცა ეს ბრძოლა ნამდვილად საშიში იყო...გილოცავთ და გემუდარებით არ იფიქროთ, რომ რამე პირადი გამორჩენა მედო გულში, ან წყენა, არა, მხოლოდ სიყვარული და უსამართლო, უნიჭო სადისტების პარპაშმა შემმატა ვაჟკაცობა...გ ი ლ ო ც ა ვ თ! თქვენი რობიკო“,-წერს რეჟისორი.