Euronews საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს ეხმაურება

Euronews საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს ეხმაურება

Euronews-ის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გამარჯვება გამოაცხადა, თუმცა ეგზიტპოლის შედგები სულ სხვაა.

„ ეს არჩევნების ძალიან დიდი გამოცდაა მთავრობის ლიდერებისთვის, რომლებიც 2003 წელს „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ მოვიდნენ ხელისუფლებაში.

2008 წლის 5 დღიან ომში რუსეთთან , სწორედ მიხეილ სააკშვილი გახლდათ საქართველოს პრეზიდენტი. სააკაშვილის თქმით,  ეს საპარლამენტო არჩევნები არის მცდელობა იმის, საქართველო ევროპაზე ორიენტირებული, პროგრესულად მოაზროვნე გზით წავა თუ რუსეთზე ორიენტირებული“,-აღნიშნავს გამოცემა.   

გამოცემის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილმა, მისი დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე უარი თქვა არჩევნებში მონაწილეობაზე (იგულისხმება მისი მოქალაქეობის პრობლემა), რადგან  „ქართული ოცნების“ მილიონერი ლიდერის განცხადებით, საქართველოს კონსტიტუცია დამახინჯებული გახლდათ.

„დიდი რეაქცია გამოიწვია გავრცელებულმა ციხის კადრებმა არა მარტო საქართველოში, არამედ ამ კადრებმა ყველა შოკში ჩააგდო. ამ კადრებმა სახელმწიფო რეპრესიები ნათლად გამოაჩინა.

სააკაშვილს საპრეზიდენტო ვადა 2013 წელს უმათავრდება და მას კონსტიტუციის  მიხედვით, აღარ აქვს უფლება კიდევ დააყენოს თავის კანდიდატურა“,-აღნიშნავს გამოცემა.