ოქმების დათვლა მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება და ძირითადი ტენდენციები, დააახლოებით, 03:00-04:00 საათისთვის გამოიკვეთება”, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯოდმარე ზურაბ ხარატიშვილმა სპეციალურ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, არჩევნებზე საკმაოდ კონკურენტული გარემო იყო და აღნიშნა, რომ საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით, ყველა პროცესი იქნება გამჭვირვალე.
„საკმაოდ გამჭვირვალედ მიდიოდა ეს პროცესი. მნიშვნელოვან ექსცესებს ადგილი არ ჰქონია და ვფიქრობ, ქართველმა ამომრჩეველმა ნამდვილად დაიმსახურა ეს კარგი არჩევნები", - განაცხადა ხარატიშვილმა.
ამასთან, როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ამომრჩეველთა აქტივობა იყო შედარებით მაღალი – 61% და დაახლოებით, 2 200 000 ათასი ამომრჩეველმა მისცა ხმა.