ჩუღურეთის რაიონის ორ სპეცუბანზე “ქართული ოცნება“ დიდი უპირატესობით იგებს. ამის შესახებ from.ge-ს ამავე რაიონში “ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ვიქტორ დოლიძის საარჩევნო შტაბიდან მაკა ყოლბაიამ აცნობა.
ჩუღურეთის N42 სპეცუბანზე, სადაც ხმას ჯარისკაცები აძლევენ, წინასწარი მონაცემებით, “ქართულმა ოცნებამ“ ხმების 75.55% აიღო, ხოლო ამავე კოალიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ვიქტორ დოლიძემ ხმათა 76.26%.
მაკა ყოლბაიას მიერ მოწოდებული ინფორმაციით, N43 სპეცუბანზე “ქართულმა ოცნებამ“ ხმათა 77.51% აიღო, ხოლო ვიქტორ დოლიძემ 76.21%.