BBC:  ეგზიტპოლებით „ქართული ოცნება“ იმარჯვებს

BBC: ეგზიტპოლებით „ქართული ოცნება“ იმარჯვებს

ბრიტანული სააგენტო საქართველოში ჩატარებულ არჩევნების შედეგებს  ეხმაურება და აცხადებს, რომ პირველადი ეგზიტპოლებზე დაყრდნობით, „ქართული ოცნება“ და მისი მომხრეები გამარჯვებას ზეიმობენ. თუმცა, ჯერ არაა საბოლოოდ ცნობილი, მოვლენ თუ არა ისინი უმრავლესობით პარლამენტში.

სკანდალები და ინტრიგები ორად ჰყოფს საზოგადოებას. ეგზიტპოლის შედგებით „ქართული ოცნებაა“ ლიდერი, მისმა ლიდერმა უკვე მიულოცა გამარჯვება თავის მომხრეებს. იგივე გააკეთა პრეზიდენტმა სააკაშვილმა. არჩევნების სისტემა საქართველოში ისეა მოწყობილი, რომ თუ ეგზიტპოლებმა გააამრთლა, ქართული ოპოზიცია მაინც ვერ მიაღწევს უმრავლესობას პარლამენტში.

სააგენტოს ინფორმაციით, ოფიციალური შედეგები სამშაბათს იქნება ცნობილი.

„ოცნების მომხრეებმა ქალაქში შეკრება დაიწყეს ზეიმისთვის. „ჩვენ მოვიგეთ! ქართველმა ხალხმა მოიგო!“,- ეს განცხადება  ოპოზციის ლიდერმა ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

საქართველოში ჩატარებული ეგზიტპოლებით, 150 კაციან პარლამენტში „ქართულ ოცნებას“ 77 ადგილი ექნება.

სატელევიზოო გამოსვლისას, სააკაშვილმა აღიარა დამარცხება განაცხადა, რომ ოპოზიცია ლიდერობს, თუმცა მას ფეხდაფეხ მიჰყვება „ნაციონალური მოძრაობა“  73 ადგილით’,-წერს გამოცემა.