ზემო ფონიჭალის 28-ე საარჩევნო უბანზე ოპოზიციური პარიტის წარმომადგენლებს არ უშვებენ

ზემო ფონიჭალის 28-ე საარჩევნო უბანზე ოპოზიციური პარიტის წარმომადგენლებს არ უშვებენ

ზემო ფონიჭალის 28-ე საარჩევნო უბანზე  მოსახლეობა ხმების დასაცავად შეიკრიბა. ერთ-ერთი, დამკვირვებლის თქმით, ფონიჭალის  28-ე უბანზე არც ერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი არ შეუშვეს. ხალხის შეკრებისთანავე უბანზე გამოჩნდა პოლიციაც, რომელიც უბნის კარებს იცავდა. საარჩევნო უბანზე დაცვის პოლიციამ შეიტანა საარჩევნო ყუთი, რომელშიც ჩაყრილი იყო ბიულეტენები. პოლიცია და  „ცეესკოს“  წარმომადგენლები  ჟურნალისტების არც ერთ კითხვას არ პასუხობენ.