მანანა ნაჭყებია: „ნაციონალური მოძრაობის“ ერთპიროვნული მმართველობის ეპოქა დასრულდა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია

მანანა ნაჭყებია: „ნაციონალური მოძრაობის“ ერთპიროვნული მმართველობის ეპოქა დასრულდა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია

"ახალი მემარჯვენეების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, მანანა ნაჭყებიას განცხადებით, ეგზიტპოლების მიერ წარმოდგენილი შედეგბი იმაზეე მიუთითებს, რომ საქართველოში არჩევნები რეალურად შედგა.

როგორც ნაჭყებიამ From.ge-სთან საუბარში განაცხადა, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეგზიტპოლების მიერ წარმოდგენილ შედეგებში, როგორც „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ასევე „ქართულმა ოცნებამ“ 33% აიღო, ხოლო 30%-მა შეკითხვაზე პასუხი საერთოდ არ გასცა. ამიტომ მისი აზრით, მნიშვნელოვანია თუ როგორ გადანაწილდება ეს 30% სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიაზე.

„რომელმა პოლიტიკურმა ძალამ რეალურად რამდენი პროცენტი აიღო ამას ფაქტიურად ბიულეტენების დათვლის დასრულების შემდეგ გავიგებთ. თუმცა ერთმნიშვნელოვნად ცხადია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთპიროვნული მმართველობის ეპოქა დასრულდა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ნაჭყებიამ.

რაც შეეხება „ახალი მემარჯვენეების“ შანსებს, გადალახოს 5%-იანი ბარიერი, ნაჭყებია განმარტავს, რომ ეს სწორედ აღნიშნულ 30%-ის ხმებზეა დამოკიდებული.

„შესაძლებებლია ეს ხმები ისე გადანაწილდეს, რომ ბარიერიც გადავლახოთ და პარლამენტშიც შევიდეთ. მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი მაინც ის რჩება, რომ ამ პარლამენტში ერთპარტიული მმართველობა აღარ იქნება“, - დასძინა მან.