ნუგზარ წიკლაური: ჩემი დამოკიდებულება „ქართული ოცნების“ მიმართ არ შეცვლილა

ნუგზარ წიკლაური: ჩემი დამოკიდებულება „ქართული ოცნების“ მიმართ არ შეცვლილა

"ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, ქართულ საზოგადოებას რამდენიმე საათი მაჟორიტარული ოლქების შედეგების ლოდინი მოუწევს.

„ჯერჯერობით ამაზე ლაპარაკი ნაადრევია, იმიტომ რომ მხოლოდ ეგზიტპოლის შედეგებია გამოქვეყნებული და მხოლოდ პროპორციული  შედეგებია ცნობილი. ვფიქრობ, დიდი ცვლილებები ეგზიტპოლის შედეგებში არ იქნება, თუმცა არჩევნების შედეგების საბოლოო ფორმირებისთვის, მნიშვნელოვანია მაჟორიტარული ოლქების შედეგების გამოქვეყნება. მოუწევს ქართულ საზოგადოებას რამდენიმე საათი დაელოდოს, როგორი იქნება საბოლოო შედეგები, რომელსაც ცესკო გამოაქვეყნებს“,-აცხადებს წიკლაური.

რაც შეეხება იმას, დაუჭირა თუ არა ქართულმა საზოგადოებამ ნგრევას და უკან დახევას მხარი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის განცხადებით, სანამ საბოლოო შედეგები არ გამოქვეყნდება, მე წინასწარ კომენტარს ვერ გავაკეთებ.

„ რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, მე იგივე აზრზე ვარ. ეს არის მკვეთრად გამოკვეთილი პრორუსული ძალა, ეს არის ძალა, რომლის ძირითადი მიმართულება არის ის,რომ საქართველოში ძველი დრო დაბრუნდეს, ამიტომ მე არ შემიცვლია მასზე წარმოდგენა“,-აცხადებს წიკლაური.