კოალიცია „ქართული ოცნების“ რუსთავის მაჟორიტარი კანდიდატის, ზვიად გამსახურდიას განცხადებით, სააკაშვილი მაჟორიტარებთან დაკავშირებით ცრუობს სწორედ იმიტომ, რომ საარჩევნო უბნების შედეგები ჯერ ცნობილი არ არის.
„ჯერ საარჩევნო უბნების დათვლები დაწყებული არ არის. ეგზითპოლების პირველადი მონაცემების მიხედვით, უპირატესობა მაჟორიტარებშიც სწორედ კოალციიას გააჩნია.
ვფიქრობ, მოკლე ხანში გახდება ცნობილი, როდესაც უბნების დათვლები დაიწყება. ვფიქრობ, ამ მხრივაც არ აქვს პრობლემა „ქართულ ოცნებას“ იმიტომ, რომ ჩვენ უპირატესობით მოვდივართ პარლამენტში“,-აცხადებს ძიძიგური.