ეგზიტპოლის შედეგების გაცნობის შემდეგ, ზუგდიდში პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ალასანიამ კომენტარი გააკეთა.
მისი განცხადებით, ახლა აუცილებელია, ეს ხმები ბოლომდე დაიცვან.
„ბოლომდე უნდა დავითვალოთ და ცოტაც დარჩა, მაგრამ ეს ყველაფერი გადატეხილია, გილოცავთ კიდევ ერთხელ! თითოეულ ადამიანს გაქვთ გარანტია იმისა, რაც დავპირდით ჩვენს მოქალაქეებს უკლებლივ ყველაფერს შევასრულებთ. ახლა, ეს ხმები ბოლომდე უნდა დავიცვათ. ამიტომაც, მთელი აქცენტი საარჩევნო უბნებზეა გადატანილი. გამარჯვებით ბოლომდე უნდა მივიდეთ“, - განაცხადა ალასანიამ.