ამერიკული კომპანია „პენ შონ ბერლანდის“ და ბრიტანული „ოქფორდ უნივერსიტეტ კონსალტინგის“ მიერ არის ჩატარებული ეგზიტპოლებით თბილისში ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ლიდერობენ.
აღნიშნულმა კომპანიებმა პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ეგზიტპოლი ტელეკომპანია მაეტროს დაკვეთით ჩატარეს.
.„მაესტროს“მიერ გამოქვეყნებული ეგზითპოლებით შედეგები კი ასე გადანაწილდა: მთაწმინდის ოლქში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა არჩილ გეგენავამ ხმების 23% მიიღო, „ქართული ოცნების“ კანიდატმა ზაზა პაპუაშვილმა კი - 76%, ვაკის ოლქში „ნაცმოძრაობის“ კანდიდატმა გიორგი კარბელაშვილმა ხმების 15% მიიღო, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა შალვა შავგულიძემ კი 81%, საბურთალოზე „ნაცმოძრაობის“ კანდიდატმა ანდრია ურუშაძემ 18% მიიღო, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა დავით უსუფაშვილმა - 73%, კრწანისში „ნაციონალური მოძრაობა“, დავით საყვარელიძე - 27%, „ქართული ოცნება“ შოთა ხაბარელი - 68%, ისანში „ნაციონალური მოძრაობა“ გიორგი ვაშაძე - 31%, „ქართული ოცნება“ ალექსანდრე ქანთარია 65%, სამგორი „ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ მაჭავარიანი - 18%, „ქართული ოცნება“ ზურაბ აბაშიძე - 78%, ჩუღურეთი „ნაციონალური მოძრაობა“ ანდრო ალავიძე 17%, ”ქართული ოცნება“ ვიქტორ დოლიძე - 80%, დიდუბე „ნაციონალური მოძრაობა“ გიორგი ჩაჩანიძე - 14%, „ქართული ოცნება“ ვახტანგ ხმალაძე - 84%, ნაძალადევი „ნაციონალური მოძრაობა“ მერაბ სამადაშვილი - 15%, „ქართული ოცნება“ თეა წულუკიანი - 83%, გლდანი „ნაციონალური მოძრაობა“ ნიკოლოზ ხაჩირაშვილი - 19%, „ქართული ოცნება“ სოსო ჯაჭვლიანი - 77%.