კოალიცია „ქართული ოცნების“ საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, თინა ხიდაშელი ეგზიტპოლების მიერ დადებულ შედეგებს ლოგიკურად აფასებს და აცხადებს, რომ ეს იყო აბსოლუტურად მოსალოდნელი იმ 11 თვიანი ბრძოლის შემდეგ, რომელშიც ამ ხნის განმავლობაში კოალიცია იყო ჩართული.
მისი თქმით, ასეთი გადაწყვეტილებით, საქართველოს მოსახლეობამ ერთის მხრივ, პასუხი გასცა ამ ხელისუფლებას იმ უბედურებისთვის, რომელიც ჩვენს ქვეყანას თავს დაატეხა და მეორეს მხრივ, ხმა მისცა საკუთარ მომავალს და იმედს, რომელიც „ქართული ოცნებით“ გაუჩნდათ.
ხიდაშელი მნიშვნელოვანს და ნიშანდობლივს უწოდებს „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსპიკერის, ჩიორა თაქთქიშვილის განცხადებასაც და აღნიშნავს, რომ ამის ფონზე „ქართულ ოცნებას“ განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს.
„ჩიორა თაქთაქიშვილის განცხადებით თუ ვიმსჯელებთ, ისინი არ აპირებენ შედეგებზე შეგუებას და ბრძოლის ველის დათმობას. ამიტომ ეხლა მთავარია უბნებზე რაც შეიძლება მაგრად უნდა დავდგეთ.
ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა თაქთაქიშვილმა როცა შედეგები გამოაცხადა 20:00 საათისთვის რომ თურმე 53 ოლქში გაუმარჯვიათ. ამის უფლება მათ არ ჰქონდათ. ამიტომ ჩვენ ყველას გვმართებს დიდი სიმტკიცე, რომ რაიმე არ მოხდეს და დავიცვათ ის არჩევანი, რომელიც საქართველოს მოსახლეობამ გააკეთა.