ტელევიზიების ეგზიტპოლის წინასწარი შედეგები

ტელევიზიების ეგზიტპოლის წინასწარი შედეგები

საპარლამენტო არჩევნების ეგზიტპოლის  წინასწარი შედეგები გამოაქვეყნეს ტელევიზიებმა, „რუსთავი 2“, „იმედი“, საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“, „მეცხრე არხი“  და „მაესტრო.“ თითოეული მათგანის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებში კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა.

რუსთავი 2" ეგზიტპოლების შედეგების მიხედვით, 4 საათის მონაცემები ასე გამოიყურება:

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-მეტი სარგებელი ხალხს" - 41%;

„ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნება" - 51%

„გიორგი თარგამაძე- ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება" - 4% ;

„შალვა ნათელაშვილი- საქართველოს ლეიბორისტული პარტია" - 1;

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეგზიტპოლის კვლევის შედეგები შემდეგნაირია:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - მეტი სარგებელი ხალხს" - 30%;

"ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება" - 35%;

"ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება" - 1.36%;

"შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია" - 0.7%;

პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა გამოკითხულთა - 32%-მა.

ტელეკომპანია „იმედის“ მიერ გამოცხადებული ეგზიტპოლების შედეგები 4 საათისთვის შემდეგნაირია:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - მეტი სარგებელი ხალხს"- 41%

"ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება"- 51%

"ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება" – 4%

სხვა პარტიები - 4%

ტელეკომპანია  „მეცხრე არხის“ ეგზიტპოლების კვლევის შედეგები ასე გამოიყურება:

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - მეტი სარგებელი ხალხს"- 24,6%

„ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება"- 70,2%

„გიორგი თარგამაძე - ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება" – 1,4%

„ახალი მემარჯვენეები“-0,3%

„შალვა ნათელაშვილი -ლეიბორისტული პარტია“ -0,9%

ტელეკომპანია „მაესტროს" დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით, პროპორციული სიით საქართველოს მასშტაბით "ქართულ ოცნებას" 63% აქვს; "ნაციონალური მოძრაობა"-27%; ქდმ-1%; სხვა პარტიები - 3% 

რაც შეეხება თბილისს, "ქართულ ოცნებაა" 75% აქვს; "ნაციონალური მოძრაობას"-18% პროცენტი; ქდმ-1 პროცენტი, სხვა პარტიებს 2 პროცენტი.