საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოში არჩევნები შედგა.
პრეზიდენტმა პროპორციული სისტემით არჩევნებში დამარცხება აღიარა და აღნიშნა, რომ ეგზიტპოლების შედეგების მიხედვით, პროპორციული სისტემით უპირატესობა „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა.
სააკაშვილის განცხადებით, მაჟორიტარულ არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობა“ლიდერობს.
„თქვენი პოლიტიკური ნება აბსოლუტურად გამჭირვალე არჩევნებში გამოხატეთ. თქვენ გამოხატეთ თქვენი ხედვა საქართველოს უახლოესი და შორეული მომავლის. ჯერჯერობით საარჩევნო შედეგები ითვლება და ჩვენ და გვჭირდება კიდევ რამდენიმე საათი, ვიდრე სრული სურათი გამოიკვეთება, მაგრამ უკვე ეხლა ეგზტპოლების თანახმად, შეიძლება ითქვას,რომ პროპორციულ არჩევნებში უპირატესობა მოიპოვა ქართული ოცნების“კოალიციამ, ხოლო რაც შეეხება მაჟორიტარულ ოლქებს, იქ როგორც ჩანს, უპირატესობა მოიპოვა„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“.
საქართველოში საარჩევნო სისტემა არის მოწყობილი იმგვარად, რომ დაახლოებით შუაზ ეიყოფა ხმები პარლამენტში. ნახევარზე ცოტა მეტი შემოდის პროპორციულით“, - განაცხადა სააკაშვილმა.