„პენ შონ ბერლანდი“: „ქართულ ოცნება

„პენ შონ ბერლანდი“: „ქართულ ოცნება" 63%, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" 27%

ტელეკომპანია „მაესტროს"  დაკვეთით ამერიკული კომპანია "პენ შონ ბერლანდის" მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების წინასწარი შედეგების  თანახმად, „ქართულ ოცნებას" მხარი 63%-მა დაუჭირა, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" კი - 27%-მა.

რაც შეეხება „ქრისტიან-დემოკრატებს" მხარი – 1%-მა, სხვა პოლიტიკურ სუბიექტებს კი 3%-მა დაუჭირა. 6%-მა შეკითხვას არ უპასუხა.

გარდა ამისა, თბილისის მასშტაბით, პროპორციული სიით, „ქართულ ოცნებას" მხარი 75%-მა დაუჭირა, "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" კი - 18%-მა.

რაც შეეხება "ქრისტიან-დემოკრატებს", მათ აქაც – 1% უჭერს მხარს, სხვა პოლიტიკურ სუბიექტებს კი 2%-დან 3%-მდე.

ამომრჩეველთა 4%-მა ეგზიტპოლებში მონაწილეობაზე უარი თქვა.

"მონიტორინგის" 55-ზე მეტმა ინტერვიუერმა ამომრჩეველი 73-ვე ოლქის 259 უბანზე გამოკითხა.