სოციოლოგიური აზრის კვლევის კომპანია GFK-ის ეგზიტპოლების მონაცემების თანახმად, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში კოალიცია „ქართული ოცნება” 35%-ით ლიდერობს.
17:30 საათის მონაცემებით, კოალიცია “ქართულ ოცნებას” – 35%-მა, “ნაციონალურ მოძრაობას” – 30% დაუჭირა მხარი, ხოლო შემდეგი ადგილი – 1,36%-ით “ქრისტიან-დემოკრატებს” უჭირავთ.
ამომრჩეველთა 32%-მა პასუხზე უარი განაცხადა.
უფრო სრულ მონაცემებს კომპანია 22:00 საათისთვის წარმოადგენს.