საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სხვადასხვა რეგიონებში ვიზიტის ფარგლებში ამჯერად ფოთს, ბათუმსა და ხელვაჩაურს ეწვია.
მოსახლეობასთან შეხვედრისას სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ის არჩევნების ორგანიზებულობით ძალიან ამაყობს. ამასთან, სხვადასხვა ქალაქებში სააკაშვილი მოსახლეობას არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.
„სანამ დრო დარჩა, მინდა, ყველას მოვუწოდო, რომ მივიდნენ საარჩევნო უბნებზე, საქართველოს ბედი წყდება ამ არჩევნებზე და არა მხოლოდ ოთხი წლის განმავლობაში, არამედ შეიძლება, ათწლეულების განმავლობაში და ეხლა აქტიურობის დროა", - განაცხადა ადგილობრივებთან შეხვედრისას პრეზიდენტმა.