კრწანისის მაჟორიტარობის დეპუტატი დავით საყვარელიძე ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტებს უარყოფს

კრწანისის მაჟორიტარობის დეპუტატი დავით საყვარელიძე ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტებს უარყოფს

გავრცელებული ინფორმაციით, კრწანისის „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით საყვარელძემ 27-ე და 28-ე უბნის ამომრჩევლებს საკვები მიუტანა. დავით საყვარელიძემ ეს ინფორმაცია უარჰყო და სისულელე უწოდა.

„პარტიულ აქტივთან მოვედი და ვესაუბრები. ეს განცხადება კი სისულელეა, ის დამკვირვებელი ალბათ სულელია“,-აცხადებს საყვარელძე.