დავით ლილუაშვილი: საარჩევნო სიებში გარდაცვლილი პირები აღმოჩნდნენ

დავით ლილუაშვილი: საარჩევნო სიებში გარდაცვლილი პირები აღმოჩნდნენ

"საქართველოს დემოკრატიული პრინციპებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კავშირის”განცხადებით, რომელიც არჩევნებს აკვირდება, სამგორის საარჩევნო ოლქის N92 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა სიაში მრავალი წლის წინ გარდაცვლილი პირები აღმოჩნდნენ. დავით ლილუაშვილის განცხადებით, უბნის კომისების თავმჯდომარებმა, მონიტორინგის მონაწილეებს სათანადო ინფოერმაციის მიღებაში ხელი შეუშალეს.

„მთაწმინდის, გლდანის, ისნის, ჩუღურეთის და ვაკის ოლქებში დამკვირვებლებმა გაარკვიეს, რომ ზემოთ აღნიშნულ თითოეულ ოლქში, რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობაზე ათეულათასობით ნაკლები საარჩევნო ბიულეტენია გადაცემული ცსკ-ის მიერ.

გარდა ამისა, დიდუბის საარჩევნო ოლქის N26 საარჩევნო უბანზე გამოცხადებულმა ამომრჩევლმა ზურაბ წიქაძემ კონსტიტუციით გარანტირებილ ხმის მიცემის პროცედურა ვერ განახორციელა. როგორც გაირკვა, მის მაგივრად ხმა უკვე სხვა პიროვნებას ჰქონდა მიცემული. ჩვენმა მონიტორმა აღნიშნულზე შეადგინა საჩივარი, თუმცა უბნის თავმჯდომარემ ლელა გოგორიშვილმა (ხათუნა გოგორიშვილის დამ) ჩვენს მონიტორს საჩივრის რეგისტრაციის ნომერი არ მისცა.

სამგორის საარჩევნო ოლქის N92 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა სიაში აღმოჩნდნენ მრავალი წლის წინ გარდაცვლილი პირები და აღნიშნულ გარემოებას აპროტესტებდნენ გარდაცვლილთა ოჯახის წევრები. ჩვენი მონიტორის მიერ უბნის თავჯდომარესთან გასაუბრების დროს და კითხვაზე, თუ რატომ იყვნენ გარდაცვლილი პირები სიაში, პასუხი იყო შემდეგი – “ჩვენ ვართ შუალედური რგოლი, სიები გადამოწმდა „ამომრჩეველთა სიების დადგენის სახელმწიფო კომისიის“ მიერ და ჩვენ არ ვართ ამაში დამნაშავეებიო”. კრწანისის საარჩევნო ოლქის მდივანმა გვანცა გუგავამ ჩვენს მონიტორს არ მისცა საჯარო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ოლქის მიერ თითოეულ საარჩევნო უბანზე რამდენი ბიულეტენი გაიცა”, – აცხადებს  “საქართველოს დემოკრატიული პრინციპებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კავშირის”დავით ლილუაშვილი.