რამაზ საყვარელიძე: ამერიკა თვლის, რომ დამარცხებულსა და გამარჯვებულს შორის უპირატესობა გამოცხადების დონეზე  არ გადაწყდება

რამაზ საყვარელიძე: ამერიკა თვლის, რომ დამარცხებულსა და გამარჯვებულს შორის უპირატესობა გამოცხადების დონეზე არ გადაწყდება

ექსპერტი რამაზ საყვარელიძე ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკაშირებით აღნიშნავს, რომ ამერიკა ჯერ კიდევ თვლის, რომ   საქართველოში ის ეტაპი, როდესაც დამარცხებულსა და გამარჯვებულს შორის გამოცხადების დონეზე წყდება უპირატესობა, ჯერ არ დამდგარა. 

„ამერიკის საელჩო თავის თანამშრომლებს ყოველთვის  აფრთხილებს ხოლმე შესაძლო რისკის ზონებთან დაკავშირებით. მაგალითად, ამერიკა აფრთხილებს ხოლმე  მოქალაქეებს იმ ქვეყნების შესახებ,  სადაც სარიკსოა ხოლმე მოგზაურობა. ამ შემთხვევაშიც, საქართველო ის ადგილია, სადაც რისკის ზონაში შეიძლება აღმოჩნდნენ ამერიკის მოქალაქეები.

თავისთავად ის ვერსია, რომ რისკი არსებობს, უკვე გულისხმობს იმას, რომ ამერიკა თვლის, რომ ქართულ სინამდვილეში ჯერ არ დამდგარა ეტაპი - დამარცხებულსა და გამარჯვებულს შორის გამოცხადების დონეზე გადაწყდეს უპირატესობა და არ გაგრძელდეს ბრძოლა იმისთვის,რომ ეს უპირატესობა ქუჩაში დადასტურდეს.

გამორიცხვით ეს განცხადება არაფერს არ გამორიცხავს, თუმცა ტექსტში აქცენტირება გაკეთებულია იმაზე, რომ შესაძლოა ქუჩებში დიდი რაოდენობის ხალხი შეიკრიბოს“,-აცხადებს საყვარელიძე.