ჩოხატაურში პოლიცია აგიტაციისთვის მამა ათანასეს დაპატიმრებას აპირებს

ჩოხატაურში პოლიცია აგიტაციისთვის მამა ათანასეს დაპატიმრებას აპირებს

ჩოხატაურის ამაღლების მეოთხე უბანზე პოლიციის უფროსის მოადგილის გოჩა თავაძის ხელმძღვანელობით სამართალდამცავები მამა ათანასეს დაპატიმრებას ცდილობენ. ამ ინფორმაციას გურინიუსი ავრცელებს.

 მამა ათანასეს განცხადებით, მოტივი ისაა, რომ  მის ავტომანქანას სპეციფიკური სიგნალი აქვს და იგი თითქოს პატრულის სირენის ხმას წააგავს. რეალურ მიზეზად კი მამა ათანასეს "გურია ნიუსთან" საუბარში მიაჩნია ის, რომ იგი მეუფე იობის ეპარქიიდანაა.

 მამა ათანასე გურიაში იმიტომ ჩამოვიდა, რომ წარმოშობით იქედანაა. იგი უბანთან იმყოფებოდა და მრევლს მოუწოდებდა "მხარი იმ ძალისთვის დაეჭირა, რომელიც ქვეყნის მომავალს ძალადობაზე არ ააგებს".