"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, თითქმის ყველა საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე პირები კვლავაც მობილიზებულნი არიან. ამის შესახებ ჩუგოშვილმა მედიაცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით,აღნიშნული ფაქტი ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენაზე ირიბ კოტროლს წარმოადგენს.
ჩუგოშვილის განცხადებით, საიას ცხელი ხაზის მეშვეობით უკავშირდება ბევრი მოქალაქე, რომელიც შეშფოთებულია აღნიშნული ფაქტით და მიიჩნევს,რომ მათ საკუთარი ნების თავისუფლად დაფიქსირების შესაძლებლობა ეზღუდებთ.
გარდა ამისა,საიამ პრესკონფერენციაზე სხვა სახის დარღვევებზეცისაუბრა.
„დაფიქსირდა 5 შემთხვევა, როდესაც უბანზე მისულ aმომრჩეველს მისი გვარის გასწვრივ დახვდა ხელმოწერა. რამდენიმე უბანზე კვლავაც პრობლემად რჩება მარკირების პროცედურის წარმართვა მარკირების სითხის უხარისხობის გამო. არაერთ უბანზ ე ფიქსირდება უკანონო აკრძალვები ვიდეოგადაღების დროს“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.
მისივე თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ-იორკში თითქმის 2 საათით გვიანდება უბნის გახსნა,სადაც ამომრჩეველი დიდ ირაოდენობით არისმობილიზებული, თუმცა მათ ხმის მიცემის შესაძლებლობა არ ეძლევათ, რადგან კომისიის წევრები არ აძლევენ დამკვირვებლებს უბანში შესვლის შესაძლებლობას იმ მოტივით, რომ მათ არ წარმოადგინეს დამოწმებული მოწმობები.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ ამ დროისთვის 100-ზემეტი შენიშვნა და საჩივარი შეადგინა.