17:00 საათისათვის ამომრჩეველთა აქტივობამ 53% შეადგინა

17:00 საათისათვის ამომრჩეველთა აქტივობამ 53% შეადგინა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის  ინფორმაციით, 17:00 საათისათვის არჩევნებში მონაწილეობა რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 53%-მა მიიღო.  ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა ეკა აზარაშვილმა მორიგ ბრიფინგზე განაცხადა.

აზარაშვილის განმარტებით, ცსკ-ის ცხელ ხაზზე ამ დროისთვის 3607 ზარია შესული. მისი თქმით, ამომრჩევლებს ძირითადად აინტერესებთ თუ რომელ უბანზე უნდა მისცენ ხმა და აინტერესებთ ინფორმაცია საარჩევნო პროცესების შესახებ.

მისივე თქმით, პროცესს აკვირდება ათასობით დამკვირვებელი, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და მედია.

ცსკ-ის სპიკერს ერთ-ერთ უბანზე კომისიის საწერი კალმით შემოხაზული ნომრის გაქრობა არასერიოზულად ეჩვენება.

"რომელიმე უბანზე მელნის გაქრობაზე საუბარი არასერიოზულია და თუკი ვინმეს ჩვენი საწერი კალმების ნდობა არ აქვს, შეუძლია თან თავისი იქონიოს", - აღნიშნა აზარაშვილმა.

აზარაშვილის განმარტებით, კენჭისყრის პროცესი ექსცესების გარეშე მიმდინარეობს.

მისივე შეფასებით, არჩევნებზე კენჭისყრის პროცესში ამომრჩევლის აქტივობა საშუალოზე მაღალია.