ზუგდიდის საარჩევნო უბნებზე მთელი დღის განმავლობაში, გამოიკვეთა რამდენიმე სახის დარღვევები, კერძოდ ამომრჩეველთა ზეწოლის ფაქტები, საარჩევნო ყუთების გატაცების ფაქტები და დამკვირვებელთა გაძევების მცდელობები.
რეგიონის ადგილობრივი ინტერნეტგამოცემები ვრცლად აშუქებენ არჩევნების მიმდინარეობის პროცესსა და ავრცელებენ ინფორმაციას დარღვევების შესახებ. როგორც ჟურნალისტები აცხადებენ, აღმოჩენილია კარუსელები და გაყალბებული პირადობის მოწმობები, რომლებიც დამკვირვებლებს ვიდეოკადრებში აქვთ დაფიქსირებული.
ზუგდიდის რაიონის სოფელ ახალკახათში 36-ე საარჩევნო უბანზე, ადგილობრივი ჟურნალისტებისთვის კარგად ნაცნობი ზონდერჯგუფები გამოჩნდნენ, ისინი წინასაარჩევნო პერიოდში ხშირად ჩნდებოდნენ ირაკლი ალასანიას აქციებზე და ცდილობდნენ მის ჩაშლას. ამჯერად ამ ჯგუფებმა ჟურნალისტებს კამერების გამორთვა და ტერიტორიის სასწრაფო დატოვება მოსთხოვეს, ჟურნალისტების მისამართით იყოს მუქარებიც.