მაია ფანჯიკიძე: მანანა ბერიკაშვილი თავს ცუდად გრძნობს, თუმცა საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს

მაია ფანჯიკიძე: მანანა ბერიკაშვილი თავს ცუდად გრძნობს, თუმცა საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს

კოალიცია „ქართული ოცნების" პრესსპიკერი მაია ფანჯიკიძე გავრცელებურ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართული ოცნების" გურჯაანის მაჟორიტარობის კანდიდატი მანანა ბერიკაშვილი თავს ცუდად გრძნობს, რის გამოც საქმიანობა წყვეტს არ ადასტურებს და აცხადებს, რომ ბერიკაშვილი ცუდად არის, თუმცა საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს.

მისი თქმით, ბერიკაშვილი წყობიდან იყო გამოსული, რადგან ბავშვის დეიდას, რომელიც კოალიციიც კოორდინატორია, პირადად იცნობდა.

„ბერიკაშვილი სხვებთან ერთად მთელი ღამე საავადმყოფოში იყო, დღეს დილით მითხრა, რომ თავს ცუდად გრძნობს, თუმცა ის აკეთებს იმას, რასაც მაჟორიტარობის კანდიდატი უნდა აკეთებდეს", - განაცხადა ფანჯიკიძემ.

ამასთან, კოალიციის პრეს-სპიკერმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს გუშინ ჩატარებულ თათბირზე ბერიკაშვილმა ბიძინა ივანიშვილისგან შენიშვნა მიიღო. მისი განმარტებით, გუშნ არანაირი თათბირი არ ყოფილა,

 „გამოძიების დასრულებამდე არ უნდა იყოს ლაპარაკი არავითარ მკვლელზე, მანადე არსებობს ეჭვმიტანილი. ამ ფაქტით ყველანაირი სპეკულაცია უნდა შეწყდეს, საქმე სასწრაფოდ იქნას გამოძიებული და დამნაშავე დასჯილი. თუ ეს საქმე მალე არ იქნება გამოძიებული, შესაძლოა, საზოგადოებაში ცუდი რეაქცია გამოიწვიოს. ძნელია, ამ დროს ემოციებს არ აჰყვე, თუმცა ყველამ თავი უნდა შეიკავოს", - განაცხადა ფანჯიკიძემ.