ნატო-ს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რამსუსენი როგორც დღევანდელ არჩევნებს, ისე მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნებს მნიშვნელოვანს უწოდებს, და აღნიშნავს, რომ აღნიშნული არჩევნები საქართველოსთვის დემოკრატიული განვითარებისთვის ლაკმუსის ტესტია.
ამის შესახებ რასმუსმენმა ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში განაცხადა.
"ამ ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია როგორც დღევანდელი არჩევნები, ისე მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც არის ლაკმუსის ტესტი ამ ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის", - აცხადებს ალიანსის გენერალური მდივანი.
ანდერს ფოგ რასმუსენი დარწმუნებულია, რომ საქართველოში არჩევნები გამჭვირვალედ და მშვიდობიანად ჩატარდება და აღნიშნა, რომ ამისთვის საქართველოს მთავრობამ ქვეყანაში ძალიან ბევრი საერთაშორისო დამკვირვებელი ჩამოიყვანა.
„ასე, რომ, ვულოცავთ საქართველოს არჩევნებს, რომელიც ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება", - აღნიშნა რასმუსენმა.