ამ წუთისთვის ვაკის საარჩევნო ოლქში, დარღვევებთან დაკავშირებით 67 განცხადებაა დაწერილი. ამის შესახებ from.ge-ს “ქართული ოცნების“ ვაკის საარჩევნო შტაბიდან მარინა ნანიტაშვილმა აცნობა.
მისი განმარტებით, ვაკის საარჩვენო ოლქის სხვადასხვა უბნებზე შემდეგი ტიპის დარღვევებია დაფიქსირებული:
უბნებზე ნაკლები რაოდენობის ბიულეტენებია მიტანილი; ხმის მიცემის უფლებას იმ ამომრჩეველსაც აძლევენ, ვისაც მარკირება გაკეთებული აქვს; 35-ე, 34-ე და 74-ე უბნებზე ნაკვეთური არ გაკეთებულა; 46-ე უბანზე ორი ბიულეტენის ნაცვლად ამომრჩეველს სამი ბიულეტენი მისცეს.