უცხოური მედია საქართველოში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებს აქტიურად აშუქებს

უცხოური მედია საქართველოში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებს აქტიურად აშუქებს

საქართველოში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებს აქტიურად აშუქებს  უცხოური პრესა.The Washington Post, The Financial Times, Deutsche Welle, CNN და ა.შ.

„მკვეთრად პოლარიზებული  არჩევნები საქართველოში“- ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას The Washington Post.  გამოცემის ერთ-ერთი რედაქტორი ჯექსონ დილი, რომელიც ამჟამად საქართველოში იმყოფება წერს, რომ ექსტრაორდინალური რამ ხდება დღეს რეგიონში, სადაც ავტოკრატია ნორმადაა ქცეული. მისი აზრით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შესუსტება განსაკუთრებით სკანდალური ვიდეოს გავრცელების შემდეგ, სადაც ასახულია პატიმრების წამება, თეორიულად შეიძლება დადებითად შეფასდეს. ეს ქმნის იმის შეგრძნებას, რომ ქვეყანაში მთავრობის  პასუხისმგებლობის საკითხი ისმება. მთავრობისა, რომელმაც მიუხედავად იმისა, რომ წარმატებით ებრძოდა კორუფციას და მოახდინა ქვეყნის მოდერნიზაცია, ვერ შეძლო ასეთივე წარმატებით დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა.

„საქართველო უკიდურესად პოლარიზებული არჩებნების წინაშე დგას, რომელშიც ორივე მხარე ერთმანეთს არჩევნების გაყალბებისა და მანკიერი დიქტატურის ჩამოყალიბების მცდელობაში ადანაშაულებს. ეს ყველაფერი სავარაუდოდ პუტინის წისქვილზეც დაასხამს წყალს, მაგრამ ჯერჯერობით ამერიკის გავლენა ქვეყანაში, მაინც მძლავრია და ორივე დაპირისპირებული მხარე ეძებს ვაშინგტონის კეთილგანწყობას. ამ უკანასკნელს კი, სურს საქართველოში მაქსიმალურად მშვიდობიანი არჩევნები ჩატარდეს, რომლის შედეგებსაც ყველა მხარე დაეთანხმება. თუკი რომელიმე მათგანი გადაწვეტს ამ მითითების წინააღმდეგ წავიდეს ობამას ადმინისტრაციის დროულ რეაგირებას კრიტიკული მნიშვნელობა ექნება“-ერს ჯექსონ დილი.

საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შესახებ Deutsche Welle წერს  სტატიას სახელწოდებით, -  „საქართველოში მედიის თავისუფლების ნაკლებობა საპარლამენტო არჩევნებზე აისახება.“ არჩვენებზე დამკვირვებლების განცხადებით, საქართველოში დამოუკიდებელი  მედიის თავისუფლება საკმაოდ სუსტია, გამოცემის ინფორმაციით საერთაშორისო დამკვირვებლები  საქართველოში შექმნილი სიტუაციით  შეშფოთებას გამოხატავენ, მსოფლიოში მედიის თავისუფლების კუთხით 179 ქვეყნიდან 104 ადგილზე იმყოფება. Deutsche Welle ყურადღებას ამახვილებს მეცხრე არხით გასული პატიმართა წამების ამსახველ ვიდეოკადრებზე, ასევე მეცხრე არხის რეპორტიორის თავდასხმასა და მუქარაზე.

The Financial Times -ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში, ავტორი წერს, რომ ვარდების რევოლუციით მოსული პრეზიდენტი  მიხეილ სააკაშვილი, ოპოზიციური პარტიის ლიდერმა ბიძინა ივანიშვიმა უდიდესი გამოწვევის წინაშე დააყენა.

„ატმოსფერო დედაქალაქში დაძაბულია. არის შიში, რომ ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნება“ ოფიციალური შედეგების მიხედვით წაგების შემთხვევაში ქუჩის პროტესტს გეგმავს, რასაც ხელისუფლებისაგან საპასუხო ძალადობა მოჰყვება“ წერს სტატიის ავტორი.

გამოცემა იმასაც უსვამს ხაზს, რომ ხელისუფლებისა და ოპოზიციის განცხადებით ძალადობა დაუშვებელია.

საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს CNN-იც  ეხმაურება. გამოქვეყნებულ სტაიაში აღნიშნულია, რომ საარჩევნო გარემო საქართველოში უაღრესად პოლარიზებულია და ახალი პარლამენტის არჩევის შემდეგ, ქვეყნის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა იგეგმება. „საქართველოს ელექორატი შეძრა ვიდეოკადრებმა, რომელშიც ნაჩვენები იყო ძალადობა საქართველოს ციხეებში. ოპოზიციის განცხადებით, ეს ვიდეოები აჩვენებს იმ ძალადობის სისტემას, რაც სააკაშვილმა და  მისმა მთავრობამ დაამკვიდრა. მბობს CNN-ი.

საქართველოში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებს აშუქებს Evronews-ი, რომელმაც  საქართველოს მოვლენებზე სიუჟეტი მოამზადა. Evronews-ის ინტერნეტ გამოცემა წერს, რომ არჩევნები საქართველოსათვის გარდამტეხი იქნება, სტატიის ავტორის აზრით, ქვეყანაში დაძაბულობა მოსალოდნელზე მაღალია, რადგან ბოლო დროს გამოქვეყნებულმა ციხის სკანდალურმა კადრებმა  მოსახლეობა შოკში ჩააგდო. ამის გამო, კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით მთავრობისა და სააკაშვილის, როგორც რეფორმატორის იმიჯი შეირყა.