ცესკო: 15:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 45% შეადგინა

ცესკო: 15:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 45% შეადგინა

15.00 საათიისთვის არჩევნებში მონაწილეობა რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 45 -მა პროცენტმა მიიღო. ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა ეკა აზარაშილმა მორიგ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ცესკო-ს ცხელ ხაზზე ამ დროისთვის 2260 ზარია შესული, რაც მისი განმარტებით, ძირითადად პროცედურული ხასიათის შეკითხვებს უკავშირდება.

ამასთან, ცესკო-ს პრესსპიკერის ინფორმაციით, კოჯრის სამხედრო ბაზაზე სამოქალაქო პირები ნამდვილად შევიდნენ, თუმცა ისინი სამხედრო ბაზაზე არსებულ უბანზე ხმას არ აძლევენ.

აზარაშვილის თქმით, კენჭისყრის პროცესი განსაკუთრებული ექსცესების გარეშე მიმდინარეობს.