ქუთაისში „ქართული ოცნების“ საორგანიზაციო ჯგუფის ორი წევრი დააკავეს, რომელთა დაკითხვა ამ წუთებში ქუთაისის სამმართველოს მე-4 განყოფილებაში მიმდინარეობს.
ჯგუფის წევრები - გია დალაქიშვილი და მამუკა ახალაია პოლიციამ რამდენიმე წუთის წინ დააკავა. პოლიციის შენობაში უკვე იმყოფება დაკავებულების ადვოკატი.
როგორც „ქართული ოცნების“ ნიკეას უბნის კოორდინატორი მარინა კოკაია აცხადებს, ჯგუფის წევრები პოლიციის შენობის მახლობლად მდებარე გაჩერებაზე ერთმანეთს უნდა შეხვედროდნენ. სწორედ ამ დროს მისი ცნობით, სამართალდამცავებმა მათ ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე მანქანიდან გადმოსვლა სთხოვეს და დააკავეს.
მისი თქმით, დაკავების მიზეზი უცნობია.