ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მორიგი ბრიფინგი გაიმართა, სადაც დამკვირვებლის მოწმობების გაცემის საკითხი განმარტეს.
როგორც ცესკო-ს პრესსპიკერმა ეკა აზარაშვილმა განაცხადა, შესაბამის ჟურნალში ხელმოწერებით დადასტურებულია, ყველა მოწმობის მიღება უფლებამოსილი პირის მიერ.
აზარაშვილი აცხადებს, რომ არც ერთ სადამკვირვებლო ორგანიზაციას ამ პრობლემებით ცესკოსთვის არ მიუმართავს.
„ასევე მინდა გაგაცნოთ ცხელი ხაზის სტატისტიკა. სულ შემოსულია ორი ათას ორას სამოცი ზარი, რომელთა უმრავლესობა საარჩევნო პროცედურებთან დაკავშირებულ შეკითხვებს ეხებოდა. გვინდა მოვუწოდოთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, კენჭის ყრის დასრულებამდე, გამარჯვებულად გამოცხადებისგან თავი შეიკავონ. ასევე ყველას შეგახსენებთ, რომ კენჭისყრის პროცესის დასრულებამდე, ეგზიტპოლების გამოქვეყნებააკრძანულია“, - განაცხადა აზარაშვილმა.
მისივე თქმით, ამ დროისთვის საარჩევნო პროცესი განსაკუთრებული ექსცესების გარეშე მიმდინარეობს.
„კომისია დღის განმავლობაში, ინტენსიურად გაწვდით დეტალურ ინფორმაციას კენჭის ყრის მიმდინარეობის შესახებ. 24 საათიან რეჟიში მუშაობს ცესკოს ცხელი ხაზი, ონლაინ ჩათი და ოლნაინ ოპერატორი. შესაბამისად, გთხოვთ, არჩევნებთან დაკავშირებით, ნებისმიერი სახის ინფორმაცია მოგვაწოდოთ“, - განაცხადა აზარაშვილმა.
ცესკომ კიდევ ერთხელ, მოქალაქეებს არჩევნებში აქტიურად მონაწილეობისკენ მოუწოდა.