„ამომრჩეველთა ლიგამ“ ეგზიტპოლის შედეგების გარკვეული ნაწილი მიიღო, თუმცა ჯერ საჯაროდ არ გამოცხადდება

„ამომრჩეველთა ლიგამ“ ეგზიტპოლის შედეგების გარკვეული ნაწილი მიიღო, თუმცა ჯერ საჯაროდ არ გამოცხადდება

საზოგადოებრივი მოძრაობა „ამომრჩეველთა ლიგის“ ინფორმაციით, როგორც საარჩევნო უბნებზე ისე „ამომრჩეველთა ლიგის“ ეგზიტპოლის ყუთებთან  ამომრჩეველთა აქტივობა ძალიან მაღალია.

ამ წუთებში „ამომრჩეველთა ლიგამ“ეგზიტპოლის შედეგების  გარკვეული ნაწილიუკვე მიიღო, ხოლო მეორე ეტაპს,  საღამოს 8 საათისათვის მიიღებს.

ჯერ-ჯერობით, ეგზიტპოლის შედეგები კანონის შესაბამისად, საჯაროდ არ ცხადდება.

ცნობისთვის,  „ამომრჩეველთა ლიგა“  ეგზითპოლებს და პარალელურ დათვლას ახორციელებს. ეგზითპოლი მთელი ქვეყნის მაშტაბით 400 საარჩეწვნო უბანზე მიმდინარეობს.