უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარის, თამარ კინწურაშვილის განცხადებით, ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს რამდენიმე დამკვირვებელს არ მიეცა არჩევნებში მონაწილეობის საშუალება, არასწორია.
როგორც კინწურაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განმარტა, იმ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომელთაც რეგისტრაციის საშუალება არ მიეცათ, ცესკოში დაფინანსების წყაროებთან დაკავშირებით სათანადო ინფორმაცია არ ჰქონდათ წარდგენილი.
„ცესკოს ცნობით, წელს დამკვირვებელთა უპრეცედენტო რაოდენობაა დაფიქსირებული. დღეის მდგომარეობით რეგისტრირებულია 63 ათას 756 დამკვირვებელი. აქედან 10 641 საერთაშორისო დამკვირვებელია, ხოლო 62 ათას 115 ადგილობრივი. ხოლო იმ საერთაშორისო ორგანაიზაციებს, რომელთაც რეგისტრაციის საშუალება არ მიეცათ, ცესკოში დაფინანსების წყაროებთან დაკავშირებით სათანადო ინფორმაცია არ ჰქონდათ წარდგენილი. ეს კი კანონმდებლობით განსაზღვრული ერთ ერთი სავალდებულო მოთხოვნაა“, - განაცხადა მან.
მისივე თქმით, მათი ინფორმაციით, რამდენიმე მაჟორიტრარი დეპუტატობის კანდიდატი საარჩევნო უბნებზე შესვლას შეეცადა და აღნიშნა, რომ მათ არ აქვთ ამის უფლება.