რადიო „თავისუფლების” ბელორუსიის ბიუროს ჟურნალისტისა და საერთაშორისო დამკვირვებლის ფრანაკ ვიაჩორკას განცხადებით, საგარეჯოში დარღვევები ფიქსირდება.
„საგარეჯოს რაიონის სოფელ თულარში 154 ამომრჩეველმა უკვე მისცა ხმა. ეს არის დარეგისტრირებულ ამომრჩეველთა 15 პროცენტი. დაახლოებით 12 საათისთვის საარჩევნო უბანზე რამდენიმე მიკროავტობუსით ორგანიზებულად მოიყვანეს ადამიანები, რომლებმაც არ იცოდნენ ქართული (სოფლის მოსახლეობის ძირითად ნაწილს აზერბაიჯანელები შეადგენენ). კომისიის წევრები მათ ეხმარებოდნენ და უთარგმნიდნენ ბიულეტენს, რაც კანონის დარღვევაა. რამდენიმე ქალს გავესაუბრე და მათ მითხრეს, რომ დავალებული აქვთ ხუთიანის შემოხაზვა. გარდა ამისა, მე ჩავატარა ტესტი, სამი წუთის განმავლობაში ვიბანდი ხელს და მარკირება სრულად მომშორდა.
ეს იმას ნიშნავს, რომ ერთსა და იმავე ამომრჩეველს სხვადასხვა უბანზე შეუძლია რამდენჯერმე მისცეს ხმა. ასევე არის წვრილ-წვრილი დარღვევებიც თუმცა არა ასეთი მასშტაბური. ასევე ძალიან რთულია ჩვენთვის, საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის, გავიგოთ თუ რას ლაპარაკობენ ერთმანეთში კომისიის წევრები“,-აცხადებს ფრანაკ ვიაჩორკა