საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ ხმა კრწანისის რეზიდენციაში მისცა.
როგორც ედუარდ შევარდნაძის პრესსამსახურის უფროსი მარინა დავითაშვილი აცხადებს, საარჩევნო ყუთის რეზიდენციაში მიტანა თავად ედუარდ შევარდნაძემ მოითხოვა.
პრეზიდენტს საარჩევნო ყუთი რეგისტრაციის ადგილიდან, კრწანისის მე-14 საარჩევნო უბნიდან დაახლოებით 09:15 საათზე მიუტანეს. ყოფილმა პრეზიდენტმა საკუთარი პოზიცია 09:20 საათზე დააფიქსირა.
„პრეზიდენტის საარჩევნო უბანზე არ მისვლა არ ნიშნავს იმას, რომ ის შეუძლოდ არის ან ავადმყოფობს“, - განაცხადა დავითაშვილმა.