ხაშურის რაიონის, სოფელ ოსიაურის 29-ე საარჩევნო უბანზე თავდასხმა მოხდა „ინფო 9“-ის გადამრებ ჯგუფზე. ეკა გაჩეჩილაძე და ლაშა თაბაგარი ხაშურის სააღცევნო კომისიის თავმჯდომარე იმედა ლაცაბიძე ფიზიკურად გაუსწორდა.
„ინფო 9“-ის ჟურნალისტის განცხადებით, ფიზიკური შეურაცხყოფის პროცესში უშუალოდ მონაწილეობდა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბუხუტი ბუჩხრიკიძე, რომელიც ყოველგვარი დამადასტურებელი მოწმობის გარეშე საარჩევნო უბანზე გადაადგილდებოდა. შეხლა-შემოხლაში მოჰყვა, ერთ-ერთი, ამომრჩეველი, რომელმაც სხეულის მსუბუქი დაზიანება მიიღო.