საია ქობულეთის #81 ოლქის # 8 უბნის შედეგების ბათილად ცნობას ითხოვს.
ამის მიზეზად "ახალგაზრადა იურისტთა ასოციაციამ" მარკირების სითხე დაასახელა. საიას წარმომადგენელმა მარკირების სითხე შემოწმების მიზნით გამოსცადა, რის შემდეგაც ფარანმა მარკირება არ აჩვენა. აღნიშნული დარღვევა საუბნო საარჩევნო კომისიამ უსაფუძვლოდ ჩათვალა და ხმის მიცემის პროცედურა გააგრძელა.
"მარკირების სითხე ყალბია, რაც ნიშნავს იმას, რომ შესაძლოა ერთი და იგივე ამომრჩეველი რამდენჯერმე შევიდეს საარჩევნო უბანზე. ჩვენი საჩივრით ვითხოვთ, რომ ამ უბნის შედეგები ბათილად იქნეს ცნობილი", - ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტმა გიორგი ხიმშიაშვილმა განაცხა.
უბანზე დარღვეევები ფიქსირდება აგრეთვე ნაკლები ბიულეტინების მხრივაც.