ლაგოდეხის რაიონის სოფელ შრომაში, №5 საარჩევნო უბანზე დამკვირვებლად სოფლის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ვასილ მიროტაძე იმყოფებოდა. საარჩევნო კანონის 39-ე მუხლის თანახმად კი, საჯარო პირს, რომელიც ოფიციალურად შვებულებაში არ იმყოფება, არ აქვს უფლება, დამკვირვებლად იმუშაოს. საოლქო კომისიაში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის გაგა ღამბაშიძის მოთხოვნით, შემდეგ გამგებელს საარჩევნო უბანი დაატოვებინეს.