პარტია "ახალი მემარჯვენეების" თავმჯდომარის დავით გამყრელიძის განცხადებით, მან ხმა მშვიდობიან ცვლილებას მისცა.
ამის შესახებ გამყრელიძემ ჟურნალისტებს საკუთარი არჩევანის გაკეთების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
მისი თქმით, ამ უბანზე ისე როგორც არასოდეს ამომრჩეველთა აქტივობა მაღალია.
„მიმაჩნია, რომ ეს ძალიან კარგია. მე ხმა მივეცი, რა თქმა უნდა, ცვლილებას, მაგრამ მშვიდობიან ცვლილებას. ცვლილებას, იმისთვის, რომ ხვალინდელ დღეს თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს განცდა იმისა, რომ პირველ რიგში, საკუთარი ხელისუფლებისგანაა დაცული", - განაცხადა გამყრელიძემ.