ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დამკვირვებლებად ორგანიზაცია „პოლონელ ადვოკატთა საბჭოს" წარმომადგენლები მივიდნენ.
ისინი ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ამომრჩეველთა აქტივობა საკმაოდ მაღალია.
საბჭოს ერთ-ერთი წარმომადგენელის მონიკა შტრუს-უოლოსი განცხადებით, თბილისის 8 საარჩევნო უბანზე უკვე იყვნენ, სადაც რაიმე სახის დარღვევა ვერ აღმოაჩინეს.
„ჩვენ უკვე ვიყავით რვა საარჩევნო უბანზე, სადაც ჯერჯერობით არანაირი დარღვევა არ შეგვინიშნავს, ჩვენ ვკითხეთ ყველას, იყო თუ არა რაიმე დარღვევა, თუმცა დადებითი პასუხი ვერავისგან მივიღეთ" ,- აღნიშნა მან.
ისინი დაკვირვებას მცხეთის საარჩევნო უბნებზე გააგრძელებენ, თუმცა რომელ ქალაქში გადაინაცვლებენ შემდეგ, ამის შესახებ ინფორმაციას წინასწარ არ ავრცელებენ.