კოალიცია „ქართული ოცნების“ წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, წყალტუბოში „ქართული ოცნების“ საარჩევნო უბნების კოორდინატორები პოლიციაში დაიბარეს.
პაატა ზაქარეიშვილის ინფორმაციით, პოლიციის თანამშრომლები სატელეფონი ზარების საშუალებით, წყალტუბოს N58 მაჟორირატულ საარჩევნო ოლქში, მასირებული ფსიქოლოგიური ზემოქმედებას ახდენენ „ქართული ოცნების" საარჩევნო უბნების კოორდინატორებსა და ქვეკოორდინატორებზე.
პოლიციის უფროსები, გამომძიებლები და თანამშრომლები „ქართული ოცნების“ კოორდინატორებს პოლიციაში სამშაბათს, 12 საათზე, იბარებენ, მათ ეუბნებიან, რომ თითქოს „ქართული ოცნებიდან“ 250 ლარი აიღეს და პოლიციაში ამის გამო არიან დაბარებულები.
მუხიანის პოლიციის უფროსმა თემური მჟავიამ (577528685) დაურეკა N 8 უბნის კოორდინატორებს მამუკა ფხაკაძეს, შალვა გოდუაძესა და თემურ იამანიძეს. ოფურჩხეთის პოლიციის უფროსმა დაურეკა N17 უბნის კოორდინატორს გიორგი კახიძეს.
წყალტუბოს პოლიციის გამომძიებელმა მალხაზ ბასილაძემ (577528662) დაურეკა N1 უბნის კოორდინატორს ნანა ქუთათელძეს.
ასევე პოლიციიდან დაურეკეს და სამშაბათს 12 საათზე პოლიციაში დაიბარეს: N4 უბნის კოორდინატორი ნინო ნემსიწვერიძე, N21 უბნის კოორდინატორი გელა ნიჟარაძე, N36 უბანზე კოორდინატორი მერაბი კოსტავა, N22 -ე უბნის კოორდინატორი კონსტანტინე ტყეშელაშვილი, N44-ე უბანზე კოორდინატორი მირზა ნუცუბიძე, N42 უბნის კოორდინატორი ლადო ბაზაძე, N31-ე უბანზე ვანო სიმსივე, N43 უბანის კოორდინატორი ლაშა ციბაძე. N12 უბნის კოორდინატორი კახა ფანცხავა და N32 უბანზე კომისიის წევრი თეა გველებიანი.
„ყველა ეს პირი არის პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების" აქტივისტი. ისინი არჩევნების დღეს უნდა იმყოფებოდნენ საარჩევნო უბნებზე და ახორციელებენ მათზე კანონით დაკისრებულ მოვალეობებს. მათთან განხორციელებული სატელეფონო ზარები მკაფიოდ შეიძლება შეფასდეს, როგორც ფსიქოლოგიური ზემოქმედების ფორმა, რათა ხვალისთვის პოლიციაში დაბარებულმა პირებმა დღეს (არჩევნების დღეს) თავიანთი მოვალეობის შესრულებისას კორექტირება გაუკეთონ თავიანთ მოქმედებებს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნებიდან" მათთვის არანაირი ფორმით არ მომხდარა არანაირი თანხის გადაცემა. აქედან გამომდინარე 30 სექტემრის ღამის პოლიციის მასირებული შეტევა განხორციელდა მხოლოდ და მხოლოდ არჩევნებზე ზემოქმედების მოტივით და მას აქვს პოლიტიკური დატვირთვა", - აცხადებს ზაქარეიშვილი