კოალიციის ლიდერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, დღევანდელი დღე საქართველოს ისტორიაში დაფიქსირდება, როგორც პირველი დემოკრატიული არჩევნები, საქართველოს ისტორიაში კი ეს უპრეცედენტო და ბედნიერი დღეა,რადგან მოსახლეობა მომართულია.
"ჩვენ მოკლე დროში გავაცნობიერეთ, თუ რა რთულია ქვეყნის მართვა. ჩვენ ქვეყანა მოკლე დროში დავიბრუნეთ, მაგრამ მისი მართვა ვერ ვისწავლეთ, ვერ ვისწავლეთ, თუ საით წავიყვანოთ, როგორ შევუქმნათ ღირსეული მომავალი. ვფიქრობ, რომ დღეს გარდამტეხი დღე დადგა. იმისთვის, რისთვისაც ევროპელებს ათწლეულები დასჭირდა, ჩვენ 20 წელი გვეყო. ეს კი ქართველი ხალხის ნიჭიერებაზე მიუთითებს". საქართველოს აღორძინება მალე დაიწყება და მოხდება ის, რასაც საქართველო მოსახლეობის უმრავლესობა იმსახურებს“,-განაცხადა კოალიციის ლიდერმა.