"ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები არა მარტო საარჩევნო უბნებთან აფიქსირებენ პრეზიდენტისადმი ერთგულებას, არამედ საარჩევნო კაბინებშიც.
მცხეთის 27-ე საარჩევნო ოლქში, მე-5 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა თემურ მარტოლეკმა საარჩევნო ბიულეტენებს ფოტო გადაუღო.
ფოტოკამერის ჩხაკუნის ხმის გაგონებისთანავე დამკვირვებლებმა, მათ შორის - ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელმა და კომისიის თავმჯდომარემ, ვახტანგ ყიფშიძემ ეს ფაქტი დააფიქსირეს.
მარტოლეკს ორივე ბიულეტენში ნომერი ხუთი ჰქონდა შემოხაზული. ბუნებრივია, ფაქტის დაფიქსირების შემდეგ, მარტოლეკის ბიულეტინების გაბათილდა.