დიმიტრი ლორთქიფანიძე: უბანზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთან შედარებით 100-200-ზე ნაკლები ბიულეტენია

დიმიტრი ლორთქიფანიძე: უბანზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთან შედარებით 100-200-ზე ნაკლები ბიულეტენია

"თავისუფალი საქართველოს" წარმომადგენლის, დეპუტატ დიმიტრი ლორთქიფანიძის ინფორმაციით, მთელ რიგ საარჩევნო ოლქებსა და უბნებში ბიულეტენების რაოდენობა რეგისტრირებულ ამომრჩევლებზე ნაკლებია.

მათ შორის ლორთქიფანიძის განცხადებით, საარჩევნო ბიულეტენების დაკლების ტენდენცია იკვეთება ფოთის, რუსთავის და ასევე დიდუბის საარჩევნო ოლქებში.

„თითოეულ უბანზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთან შედარებით 100-200-ზე ნაკლები ბიულეტენია წარმოდგენილი. მთელი ოლქის მასშტაბით კი დაახლოებით 5-6 ათასი ბიულეტენის დაკლებაზეა საუბარი - როგორც იკვეთება, ბიულეტენების დაკლებას მასიური ხასიათი აქვს უბნებსა და ოლქებში“- აღნიშნა ლორთქიფანიძემ.